მოდის კვირეული თბილისში! Mercedes-Benz Fashion Week-ის პროგრამა

გამოწერა
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეული, რომელზეც საქართველოსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო დიზაინერების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, საქართველოს დედაქალაქში 2-6 მაისის პერიოდში ჩატარდება.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს, ტრადიციულად, ათობით უცხოელი სტუმარი ეწვევა, რომელთა შორის იქნებიან მოდის კრიტიკოსები, ცნობილი სამოდელო გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები.

ძირითადი დეფილე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სასტუმრო Stamba-ში, „დინამო-არენას" სტადიონზე, Cafe Gallery-ში, სასტუმრო Moxy Tbilisi-ში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტში, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და სხვა მოედნებზე გაიმართება.

Mercedes-Benz Fashion Week — ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომლის ორგანიზატორია Mercedes-Benz-ი. ის ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვ.
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მოვლენის პროგრამას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ყველა ახალი ამბავი
0