საქართველოში სამხედროებს ხელფასებს გაუზრდიან

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსაქართვეკლოს შეიარაღებული ძალები
საქართვეკლოს შეიარაღებული ძალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს სასიამოვნო ამბავი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს აცნობა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. უახლოეს ორ წელიწადში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 9000 სამხედრო და სამოქალაქო პირი, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არიან დასაქმებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი სამხედრო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე თბილისში.

ახალი ქალაქი თბილისში: სამხედროებს საკუთრებაში მიწას გადასცემენ >>

სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან სამხედროებს ხელფასი რამდენჯერმე გაუზარდეს. გაზრდილია ასევე ერთჯერადი დახმარების ოდენობა. გარდა ამისა, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ 2200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში დამატებით 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხო", – განაცხადა პრემიერმა.

ადრე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სამხედროების ხელფასი ბოლოს საშუალოდ 100-500 ლარით გაიზარდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი წოდების მიხედვით 950-დან 4300 ლარამდე მერყეობს. ისინი, ვინც თავდაცვის ძალებში სამოქალაქო თანამდებობას იკავებს, იღებენ 665 ლარიდან 2100 ლარამდე ხელფასს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მათი ხელფასი 2100-დან 7600 ლარამდე შეადგენს.

სამშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0