მხოლოდ ორი დღით - უძრავი ქონების იაფად შეძენის შანსი თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი და ახალი თბილისი
ძველი და ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის დამთვალიერებლები საქართველოში არსებული თითქმის ყველა სამშენებლო პროექტის შესახებ შეიტყობენ

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა Area Expo 2019 თბილისში 4-5 მაისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გამოფენაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მეორედ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ დეველოპერული კომპანიების და ბანკების წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორული ფირმები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ასეთი ფასები არსად არის – ექსპერტი ბათუმის უძრავ ქონებაზე

„მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ ერთ ადგილზე მოინახულოთ საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა სამშენებლო პროექტი და რაც მთავარია, ისარგებლოთ სპეციალური ფასებითა და გადახდის პირობებით, რომელსაც კომპანიები მხოლოდ გამოფენის ფარგლებში შემოგთავაზებთ“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური მხარდაჭერით სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში.

პირველად გამოფენა Area Expo გასული წლის მარტში გაიმართა. მაშინ ღონისძიებაში ასამდე სამშენებლო კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0