საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს: შსს–მ მიზეზი განმარტა

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკში"ზემო ლარსი"
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 ბაიკერისგან შემდგარი კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან შსს–ს ინფორმაციით, მათ კანონი დაარღვიეს

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს თუ რატომ არ შემოუშვეს 27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე ბაიკერები რუსეთიდან. 

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
საქართველოში არ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტები სომხეთიდან

შსს–ს ინფორმაციით, ბაიკერებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ გავლით სურდათ, საქართველოში შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე ეთქვათ, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

სხვა მასმედიის ინფორმაციით, „ზემო ლარსზე“ გააჩერეს ბაიკერების კოლონა, რომელთა შორის არამარტო რუსეთის, არამედ დსთ–ის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

 როგორც ცნობილია, კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს სხვადასხვა ქვეყნების ბაიკერების შეკრებაა დაგეგმილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში ბაიკერებს არ უშვებენ. გასულ წელს ბაიკერების რუსული კლუბ Ночные волки–ის მოტოციკლისტები საქართველოში მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონის საფუძველზე არ შემოუშვეს. 

ყველა ახალი ამბავი
0