დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს

CC0 / Public Domain / დეკა
დეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკა, იგივე „ალპური ვარდი“ შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ბუნებრივ შხამსაც, ამიტომ აუცილებელია დოზების დაცვა.

დეკა (Rhododendron caucasicum) – როდოდენდრონის გვარის მანანასებრთა ოჯახის რელიქტური მცენარე. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600–3000 მეტრ სიმაღლეზე, ასევე თურქეთში, პონტოს მთებში.

დეკა, იგივე „ალპური ვარდი“ დაფასებულია არა მხოლოდ ულამაზესი გარეგნობის, არამედ შესანიშნავი სამკურნალო თვისებების გამო.

CC0 / Public Domain / დეკა
დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს - Sputnik საქართველო
დეკა

 

დეკას შემადგენლობა

მცენარე შეიცავს:

  • მთრიმლავ ნივთიერებებს
  • ფლავონოიდებს
  • როდოდენდრინს
  • გლიკოზიდებს
  • ერიკოლინს
  • გალმჟავას
  • ურსულის მჟავა
  • არბუტინს
  • ეთერზეთებს
  • შაქრებს
  • ტანინებს
  • რუტინს
  • ვიტამინ С–ს

ეს კომპონენტები დეკას სძენს სხვადასხვა თვისებას, როგორიცაა ბაქტერიციდული, სიცხის დამწევი, დამამშვიდებელი, ცხიმების დამწველი, შარდმდენი, ოფლმდენი.

ინდიელების მაგია, ანუ ჩია – ხელს უწყობს წონაში კლებას და თან უაღრესად სასარგებლოა>>

ამ მცენარეში ყველა ნივთიერება სამკურნალოა, გარდა გლიკოზიდ ანდრომედოტოქსინისა, რომელიც უძლიერესი ბუნებრივი შხამია. სწორედ ის არ უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სასიკვდილო შედეგიც კი დადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მცენარე სწორად გამოვიყენოთ და დოზები დავიცვათ.

ყველა ახალი ამბავი
0