სააღდგომო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ენაზე საქართველოში: ლიტურგია ძველარამეულად ქანდაში

გამოწერა
სოფელ ქანდაში 13 ასირიელი მამის მონასტერში, რომელიც საქართველოში ერთადერთია, სააღდგომო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე აღასრულეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორ აღესრულება სააღდგომო ღვთისმსახურება ქრისტეს ენაზე

პატარა ტაძარი სოფელში 1997 წელს აიგო, 13 ასირიელი მამის სახელობის ეკლესია კი - 2013 წელს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით აქ რიტუალები ორ ენაზე აღესრულება - ქართულად და არამეულად.
არქიმანდრიტი სერაფიმეს მოსასმენად, რომელიც ღვთისმსახურებას არამეულ ენაზე აღავლენს, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. თითქოს მის უნიკალურ ნიჭსა და ხმას შორეულ წარსულში მივყავართ.

40 წლის მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში მსახურობს. ეს პატარა მონასტერი თბილისთან ახლოსაა, სოფელ ქანდაში, სადაც უმრავლესად ასირიელები ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0