თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში, იუწყება პირველი არხი.
გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია სამი ადამიანი.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.