თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ფოთში Mitsubishi-ს მარკის ავტომობილი ამობრუნდა, აალდა და დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე დღეს მოხდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ მანქანიდან გადმოსვლა მალევე მოახერხეს. ექიმების განცხადებით, მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცეცხლის ჩაქრობაზე ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.