თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სარფის საზღვართან გზაზე სამი დღეა შეფერხებაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლები გაჩერებულები არიან და გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.
როგორც მძღოლები აცხადებენ, ეს შეზღუდვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიქმნა.
„გვეუბნებიან, აღდგომა მოდის, მანქანები ძალიან ბევრი გვყავს და თქვენ არ ხართ სასურველი ხალხი, რომ მობრძანდეთ საქართველოშიო. ამას გვეუბნებიან და გვაქვს მაგიტომ გადაკეტილიო. რა უფლება აქვთ, მსოფლიოში ეს არ მომხდარა ჯერ, რომ არ შემოგვიშვან საქართველოს ტერიტორიაზე მოსულები. ჩვენც გვაქვს აღდგომა, მაგათი მკვდარი არსებობს და ჩვენი აღარ არსებობს? შეიძლება, სავარაუდოდ, მოგიწიოთ აღდგომას მანდ გაჩერებაო. დაახლოებით, ალბათ, ათასი მძღოლი ვართ აქ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცოტა ხსნის წინ ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ღამის 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მძღოლები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.