ხელისუფლება: საპენსიო დანაზოგი საქართველოში ოთხჯერ გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპენსიონერები თბილისის ქუჩაზე
პენსიონერები თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა წარმატებული პროექტია, ოპოზიცია კი მას მახეს უწოდებს

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ მათ საპენსიო დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება, მეტიც, ის იზრდება.

რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა >>

ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველი იანვრიდან ამოქმედდა. იგი სავალდებულოა მხოლოდ 40 წლამდე ასაკის დასაქმებულთათვის. ბოლო მონაცემებით, სულ საპენსიო სისტემაში 747,8 ათასი ადამიანია ჩართული.

30 წლის წინანდელი მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს უამრავმა მოქალაქემ დაკარგა დანაზოგი, მოსახლეობის ნაწილი საპენსიო დაგროვებით სისტემას ეჭვის თვალით უყურებს.

„ის, რაც დაიკარგა 30 წლის წინ, სულ სხვა რამის გამო დაიკარგა და სხვა სტრუქტურების გამო დაიკარგა. დღეს ჩვენი დაგროვებითი საპენსიო სისტემა მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან. ეს ანაბარი თქვენს პირად ანგარიშზე გროვდება, რომელიც შემდეგ ინვესტირდება და ერიცხება სარგებელი. თქვენი დანაზოგი ოთხმაგდება მომენტალურად, ის გაცილებით მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი სიტყვებით, საპენსიო დანაზოგი ამოღებას არ ექვემდებარება, ვისი ვალიც არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეს.

პენსიონერი ბაზარში - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: პენსიონერები დანაზოგს არ დაკარგავენ

„მასზე არ ვრცელდება აღსრულების არცერთი მექანიზმი. ვისი ვალიც უნდა გქონდეთ – სახელმწიფოსი, ბანკის, ნებისმიერი სუბიექტის, რაც არ უნდა დააშავოთ, სასამართლო ვერ გამოსცემს აღსრულების დოკუმენტს საპენსიო ანგარიშზე“, - აღნიშნა სურგულაძემ.

მეტიც, არის მოლოდინი, რომ საპენსიო რეფორმის წყალობით საქართველოს ეკონომიკა გრძელვადიან პერსპექტივაში 4%-ით გაიზრდება.

საპენსიო სქემის ყოველ მონაწილეს შეუძლია მიიღოს პირადი პაროლი და აკონტროლოს თავისი ფულადი სახსრების მოძრაობა.

„როცა პირად ანგარიშზე შეხვალთ, იქ ჩანს მთელი ისტორია, ვინ რა ჩარიცხა და როდის. ჩანს აქტივების ღირებულება, რაც ყოველდღიურად ახლდება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედებამდე ხელისუფლებამ საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა.

„განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სქემა მუშაობს წარმატებულად და ყველგან სავალდებულოა როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულებისთვის... ჩვენმა ყველა ექსპერტმა – ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ სავალდებულო კომპონენტის გარეშე ეს სქემა არ იმუშავებს... ეს გასაგებია ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე“, – განმარტა სურგულაძემ.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეფექტურია, საქართველოს 2,9 ათასმა მოქალაქემ, რომელთაგან 2,6 ათასი საჯარო სამსახურში მსახურობს, სისტემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია

საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ ოპოზიციონერებიც. ხუთშაბათს შესაბამისი განცხადებები საპენსიო სააგენტოში შეიტანეს საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„გადავიდნენ პენსიის დაგროვებაზე, რომელსაც ადამიანები ნებაყოფლობით მიუერთდებიან. დღეს გამოვედი „ქართული ოცნების“ მახიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, 40 წლამდე მოქალაქეებს ამ მახიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა არ აქვთ“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

ყველა ახალი ამბავი
0