გორში 16 წლის გოგონას დაყაჩაღება მაკრატლის მუქარით სცადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. გორში, ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 16 წლის გოგონას დაყაჩაღება სცადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მუქარა და ძალადობა: ნიღბიანმა პირებმა მარტვილში ოჯახი დააყაჩაღეს

შემთხვევა გორში გუშინ, შუადღისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოზარდს მაკრატლით დაემუქრა და ფული მოსთხოვა, თუმცა მოზარდის ყვირილმა თავდამსხმელი შეაშინა და მიიმალა.

გოგონა კერძო მასწავლებელთან გაკვეთილზე იმყოფებოდა და თავდასხმა გაკვეთილის შემდეგ სადარბაზოში მოხდა. ინციდენტი დღის ხუთ საათზე მოხდა.

ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. სადარბაზოს სიახლოვეს, სადაც შემთხვევა მოხდა, არ დგას სათვალთვალო კამერები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0