„ფასდაკლების ფესტივალი" და ვორკშოპები: რა გელოდებათ Georgian Tourism Fair 2019-ზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგამოფენო დარბაზი
საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა Georgian Tourism Fair 2019 თბილისში 3-5 მაისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
საქართველომ ტურიზმის სფეროში ახალი ამოცანები დაისახა

ღონისძიების სტუმრები შეძლებენ ახალი ტურისტული მიმართულებების გაცნობას, „ფასდაკლების ფესტივალზე" მოხვედრას, შენობიდან გაუსვლელად გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას ტურიზმის თემაზე გამართულ სემინარებსა და ვორკშოპებში.

ასევე დაგეგმილია მარკეტინგული კამპანიის გამართვა, რომლის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მოზიდვაა, განსაკუთრებით, კავკასიის რეგიონიდან.

ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ Georgian Tourism Fair-ი იდეალური ადგილია საქართველოს ტურისტულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.

© Sputnik / Konstantin Ivanovტურიზმი საქართველოში
„ფასდაკლების ფესტივალი და ვორკშოპები: რა გელოდებათ Georgian Tourism Fair 2019-ზე - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში

 

ყველა ახალი ამბავი
0