ზუგდიდში ნიღბიანმა მამაკაცმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიღბიანმა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის მოლარეს 150 ლარი წაართვა და მიიმალა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტი დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მუქარა და ძალადობა: ნიღბიანმა პირებმა მარტვილში ოჯახი დააყაჩაღეს

ნიღბიანმა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის მოლარეს 150 ლარი წაართვა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ დამნაშავის დასაკავებლად.

ყველა ახალი ამბავი
0