ცნობილია ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში ნაპოვნი ნარკოტიკების ექსპერტიზის შედეგები

© photo: Levan Jibgashvili / FBლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედია ამტკიცებს, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში ნაპოვნი ნარკოტიკი დიდი ოდენობის არ იყო

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მედიამ გაარკვია, რომ ქართველი მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან პოლიციამ კოკაინი და MDMA ამოიღო.

ჯიბღაშვილის აღიარება: საიდან გაჩნდა მსახიობის ავტომობილში ჩანთა ნარკოტიკებით >>

ჯიბღაშვილი 21 აპრილს ღამით დააკავეს - მის მანქანაში იპოვეს ჩანთა ნარკოტიკებით. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანთა მანქანაში, ამას გამოძიება დაადგენს.

ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩანთაში იყო დაახლოებით 0,6 გრ კოკაინი და დაახლოებით 0,2 გრ ექსტაზი (MDMA). შესაბამისად, დიდი ოდენობის მძიმე ნარკოტიკი მას არ ჰქონია. ამჟამად ექსპერტიზა უტარდება ამოღებული მარიხუანის მცირე რაოდენობას.

ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშაბათს სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით ჯიბღაშვილს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. თუმცა პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ზოგიერთ მედია საშუალება ამტკიცებს, რომ ჯიბღაშვილი შსს-ში მისი კავშირების წყალობით გათავისუფლდა. გამოჩნდა ფოტოები, სადაც მსახიობი არაფორმალურ გარემოში შს მინისტრის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად არის გადაღებული.

საპასუხოდ ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მსგავსი მტკიცება გამოგონილია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურამ წარდგენილ  ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



ყველა ახალი ამბავი
0