ცისფერი ტყე: ველური მაჩიტას ყვავილობის დაუჯერებლად ლამაზი ფოტოები

გამოწერა
ბელგიის ჰალერბოსის ტყე ყოველწლიურად ათასობით მოგზაურსა და ფოტოგრაფს იზიდავს ველური მაჩიტების უზარმაზარი ხალიჩის წყალობით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში „ცისფერი ტყის“ საოცარი სურათები

ბელგიის ჰალერბოსის ტყე ყოველწლიურად ათასობით მოგზაურსა და ფოტოგრაფს იზიდავს ველური მაჩიტების უზარმაზარი ხალიჩის წყალობით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში „ცისფერი ტყის“ საოცარი სურათები.

ჰალერბოსის ტყე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან 16 კილომეტრში მდებარეობს და ადგილობრივებსა და ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტყეში აპრილში ყვავილობას იწყებენ ველური მაჩიტები. მათი ლამაზი შეფერილობის წყალობით კი ტყე ზღაპრულად გამოიყურება.

ამ მცენარეების ყვავილობის სეზონმა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა დროში ცოტათი გადაინაცვლოს – აპრილის დასაწყისიდან თვის ბოლოსკენ, ან, პირიქით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ტყის ხშირი სტუმრები ყველას ჰალერბოსში გასასეირნებლად დილას ან საღამოს, მზის ჩასვლის პერიოდს ურჩევენ. დროის ზუსტად ამ მონაკვეთში შესაძლებელია საუკეთესო პეიზაჟების გადაღება და ყვავილების არომატით ტკბობა.

 

© photo : Emmanuel Dunandჰალერბოსი - 552 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე, რომელიც განთავსებულია ბელგიის მუნიციპალიტეტ ჰალში, საფრანგეთისა და ვალონიის საზღვარზე, ბრიუსელის სამხრეთით 30 წუთის სავალზე
ჰალერბოსი - 552 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე, რომელიც განთავსებულია ბელგიის მუნიციპალიტეტ ჰალში, საფრანგეთისა და ვალონიის საზღვარზე, ბრიუსელის სამხრეთით 30 წუთის სავალზე  - Sputnik საქართველო
1/10
ჰალერბოსი - 552 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე, რომელიც განთავსებულია ბელგიის მუნიციპალიტეტ ჰალში, საფრანგეთისა და ვალონიის საზღვარზე, ბრიუსელის სამხრეთით 30 წუთის სავალზე
© AP Photo / Geert Vanden Wijngaertტყე ცნობილია უჩვეულო სილამაზით, რაც განსაკუთრებულად გაზაფხულზე იგრძნობა
ტყე ცნობილია უჩვეულო სილამაზით, რაც განსაკუთრებულად გაზაფხულზე იგრძნობა - Sputnik საქართველო
2/10
ტყე ცნობილია უჩვეულო სილამაზით, რაც განსაკუთრებულად გაზაფხულზე იგრძნობა
© AP Photo / Virginia Mayoყოველ წელს აპრილში და მაისის დასაწყისში ტყის მასივის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია მილიონობით ველური მაჩიტისგან შემდგარი ულამაზესი ხალიჩით
ყოველ წელს აპრილში და მაისის დასაწყისში ტყის მასივის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია მილიონობით ველური მაჩიტისგან შემდგარი ულამაზესი ხალიჩით - Sputnik საქართველო
3/10
ყოველ წელს აპრილში და მაისის დასაწყისში ტყის მასივის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია მილიონობით ველური მაჩიტისგან შემდგარი ულამაზესი ხალიჩით
© AP Photo / Geert Vanden Wijngaertულამაზესი მაჩიტებით გარშემორტყმულია ხეები, ხეობები და მდინარეების ნაპირები
ულამაზესი მაჩიტებით გარშემორტყმულია ხეები, ხეობები და მდინარეების ნაპირები - Sputnik საქართველო
4/10
ულამაზესი მაჩიტებით გარშემორტყმულია ხეები, ხეობები და მდინარეების ნაპირები
© REUTERS / Yves Hermanეს უჩვეულო ადგილი სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ბელგიელებში, ისე ტურისტებში
ეს უჩვეულო ადგილი სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ბელგიელებში, ისე ტურისტებში - Sputnik საქართველო
5/10
ეს უჩვეულო ადგილი სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ბელგიელებში, ისე ტურისტებში
© AFP 2024 / Emmanuel Dunandგაზაფხულობით, როდესაც ყვავილობა იწყება, ჰალერბოსი განსაკუთრებით მშვენიერი და მისტიური ხდება
გაზაფხულობით, როდესაც ყვავილობა იწყება, ჰალერბოსი განსაკუთრებით მშვენიერი და მისტიური ხდება - Sputnik საქართველო
6/10
გაზაფხულობით, როდესაც ყვავილობა იწყება, ჰალერბოსი განსაკუთრებით მშვენიერი და მისტიური ხდება
© REUTERS / Yves Hermanპირველი ათი დღის განმავლობაში წიფლის ფოთლები ღია მწვანე შეფერილობისაა და აყვავებული მაჩიტების ფონს კიდევ უფრო ალამაზებს
პირველი ათი დღის განმავლობაში წიფლის ფოთლები ღია მწვანე შეფერილობისაა და აყვავებული მაჩიტების ფონს კიდევ უფრო ალამაზებს - Sputnik საქართველო
7/10
პირველი ათი დღის განმავლობაში წიფლის ფოთლები ღია მწვანე შეფერილობისაა და აყვავებული მაჩიტების ფონს კიდევ უფრო ალამაზებს
© AP Photo / Virginia Mayoსაღამოობით, მზის ჩასვლის დროს, სხივები თავისუფლად ხვდება ყვავილებს და ნათელ ფონს ქმნის
საღამოობით, მზის ჩასვლის დროს, სხივები თავისუფლად ხვდება ყვავილებს და ნათელ ფონს ქმნის - Sputnik საქართველო
8/10
საღამოობით, მზის ჩასვლის დროს, სხივები თავისუფლად ხვდება ყვავილებს და ნათელ ფონს ქმნის
© AFP 2024 / Nicolas Maeterlinck/Belgaგანსაკუთრებით მომხიბვლელი ტყე გამთენიისას არის. რიჟრაჟზე ტყეში ნისლი დგება, რაც იდუმალ გარემოს უფრო კარგად აღსაქმელს ხდის
განსაკუთრებით მომხიბვლელი ტყე გამთენიისას არის. რიჟრაჟზე ტყეში ნისლი დგება, რაც იდუმალ გარემოს უფრო კარგად აღსაქმელს ხდის - Sputnik საქართველო
9/10
განსაკუთრებით მომხიბვლელი ტყე გამთენიისას არის. რიჟრაჟზე ტყეში ნისლი დგება, რაც იდუმალ გარემოს უფრო კარგად აღსაქმელს ხდის
© AP Photo / Geert Vanden Wijngaertტყის სტუმრებისთვის არსებობს ქცევის წესები, რომლების დაცვაც აუცილებელია. მაგალითად, კატეგორიულად არ შეიძლება ტყეში ყვავილების მოწყვეტა, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად კი გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც შესაბამისი მანიშნებლებიც დგას. ველოსიპედებით ან ცხენებით გადაადგილება კი მხოლოდ გარკვეულ ბილიკებზეა დაშვებული
ტყის სტუმრებისთვის არსებობს ქცევის წესები, რომლების დაცვაც აუცილებელია. მაგალითად, კატეგორიულად არ შეიძლება ტყეში ყვავილების მოწყვეტა, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად კი გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც შესაბამისი მანიშნებლებიც დგას. ველოსიპედებით ან ცხენებით გადაადგილება კი მხოლოდ გარკვეულ ბილიკებზეა დაშვებული - Sputnik საქართველო
10/10
ტყის სტუმრებისთვის არსებობს ქცევის წესები, რომლების დაცვაც აუცილებელია. მაგალითად, კატეგორიულად არ შეიძლება ტყეში ყვავილების მოწყვეტა, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად კი გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც შესაბამისი მანიშნებლებიც დგას. ველოსიპედებით ან ცხენებით გადაადგილება კი მხოლოდ გარკვეულ ბილიკებზეა დაშვებული
ყველა ახალი ამბავი
0