ამას სკოლაში არ ასწავლიან: როგორ ჩაიარა „Sputnik-თაობის“ მასტერკლასმა უფროსკლასელთათვის

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა
საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი შეხვედრა „Sputnik-თაობის“ ფარგლებში ჟურნალისტიკის საწყისებს და მასმედიის მუშაობის საფუძვლებს შეეხო

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტები შეხვდნენ თბილისელ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც მომავალში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის სურვილი აქვთ. მასტერკლასი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში ახალი პროექტის - Sputnik Taoba-ს ფარგლებში გაიმართა.

„Sputnik-საქართველომ ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - Sputnik საქართველო
„Sputnik-საქართველომ" დაიწყო პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

პროექტი Sputnik Taoba ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიას სააგენტოში და მულტიმედიურ პრესცენტრში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მულტიმედიურ მასტერკლასებს.

№98 სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ „Sputnik-საქართველოს“ პროდიუსერი ნაზი ჟორჟოლიანი და ჟურნალისტი ნოდარ მაისურაძე. პირველი ლექცია შეხვედრების სერიის ფარგლებში მიეძღვნა ჟურნალისტიკის საწყისებს და მასმედიის მუშაობის საფუძვლებს. ჟურნალისტები დამსწრეებს ჟურნალისტიკის თანამედროვე პრობლემებსა და საზოგადოებრივ აზრზე მასმედიის გავლენაზე ესაუბრნენ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა
ამას სკოლაში არ ასწავლიან: როგორ ჩაიარა „Sputnik-თაობის“ მასტერკლასმა უფროსკლასელთათვის - Sputnik საქართველო
საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგის წყალობით გაიგეს, როგორ უნდა აიყოლიო მკითხველი სათაურის მეშვეობით და არ დაუკარგო ინტერესი სტატიის კითხვისას.

სპიკერემა სკოლის მოსწავლეებს შესთავაზეს ამა თუ იმ სტატიისთვის სათაურების, ანუ თავიანთი ვარიანტების მოფიქრება.

გამოცდილების გაზიარება ამით არ დასრულებულა: ახალგაზრდებისთვის სრულყოფილი სურათის შესაქმნელად „Sputnik-საქართველოს“ თანამშრომლებმა მათ ე.წ. „ნიუსრუმები“ დაათვალიერებინეს. სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, როგორ იწერება ახალი ამბები, როგორ მუშაობს საინფორმაციო სააგენტოს მულტიმედიური რედაქცია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა
ამას სკოლაში არ ასწავლიან: როგორ ჩაიარა „Sputnik-თაობის“ მასტერკლასმა უფროსკლასელთათვის - Sputnik საქართველო
საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა

იმისათვის, რომ ლექციებმა შედეგი გამოიღოს, ჟურნალისტებმა სკოლის მოსწავლეებს პრაქტიკული საშინაო დავალებაც მისცეს. საუკეთესო ნამუშევრები „Sputnik-საქართველოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

უფროსკლასელებმა პროექტი მოიწონეს და მას შემეცნებითი და პროფესიული ორიენტაციისთვის სასარგებლო უწოდეს.

„ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მაინტერესებდა. ყოველთვის მინდოდა გამეგო, როგორ იქმნება ახალი ამბები. დღევანდელი ლექცია ყველა ჩვენგანისთვის შემეცნებითი იყო. ვფიქრობ, დღეს წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს მედია“, - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა ხუციშვილმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა
ამას სკოლაში არ ასწავლიან: როგორ ჩაიარა „Sputnik-თაობის“ მასტერკლასმა უფროსკლასელთათვის - Sputnik საქართველო
საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ პროექტი Sputnik Taoba აამოქმედა

2019 წლის მაისში სკოლის მოსწავლეები Sputnik Taoba მასტერკლასებში მონაწილეობას გააგრძელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0