უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerუბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა
უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულვარის დაცვის პოლიციამ ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ქვეით ტურისტს დაეჯახა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დღეს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებულ ტურისტ ქალს მარცხენა ბარძაყის ყელის მოტეხილობა აღენიშნება. ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტურისტი მსუბუქად დაშავდა.

ელექტრომობილების მფლობელების საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან - Sputnik საქართველო
ბულვარში „ბაიკების“ და ელექტრომობილების აკრძალვა გადავადდება? – აქცია კანცელარიასთან

ბულვარის დაცვის პოლიციამ ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

„ტურისტები ფეხით სეირნობდნენ, როცა მათ ელექტრომობილი დაეჯახა, ელექტრომობილით ტურისტების სხვა ჯგუფი სეირნობდა. ტურისტი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, ათეულობით საქმეა აღძრული ანალოგიურ შემთხვევებზე, სწორედ ამიტომ მიიღო ბულვარის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილების აკრძალვის თაობაზე“, – განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ სოფო გუჯაბიძემ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება. ამ გადაწყვეტილებას ელექტრომობილების მეპატრონეები აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ თვითდასაქმებულები არიან და ამ გადაწყვეტილების გამო ბანკის ვალებს ვერ დაფარავენ. ითხოვენ 1200-მდე ელექტრომობილის ნაცვლად ბულვარის ტერიტორიაზე 300 ერთეულით მუშაობის უფლება მისცენ. ამ მოთხოვნით აქციები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ბათუმშიც გაიმართა.

ამ კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ყველა ახალი ამბავი
0