თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამეგრელოში 44 წლის მამაკაცი საამქროში ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში გუშინ, საღამოს მოხდა. მამაკაცი საამქროში მუშად მუშაობდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გავრცელებული ინფორმაციით, საამქროში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.