გრიგოლ ფოჩხიძე: საბურავის დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია
„ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით დაწვა. ღია წესით დაწვა გულისხმობს ფოთლების, ბაღისა თუ პარკის ნარჩენების, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვას, რაზეც სანქცია 200 ლარია“, – აღნიშნა გრიგოლ ფოჩხიძემ.
ფოჩხიძის განმარტებით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბურავის დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.