ნოტრ-დამის საშინელ ხანძარს ქართული სიწმინდე გადაურჩა: რა რელიკვია ინახება პარიზის გულში?

© AP Photo / Thierry Malletპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლში
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე „Sputnik–საქართველო“ ერთი ძალზე საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ, რომელიც ფრანგებთან ერთად ქართველებსაც გვეხება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე „Sputnik–საქართველო“ ერთი ძალზე საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ, რომელიც ფრანგებთან ერთად ქართველებსაც გვეხება.  

რედაქცია დაუკავშირდა პარიზში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს ეკატერინე გრძელიძეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სან-დენიზის მუზეუმში. რედაქციამ სწორედ მასთან გადაამოწმა ინფორმაცია, რომელიც ყველა ქართველს აინტერესებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საერთოდ იცოდა ამ ფაქტის შესახებ. 

ხანძარმა შენობა თითქმის მთლიანად მოიცვა - Sputnik საქართველო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ალში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

საუბარია დავით აღმაშენებლის ძელიცხოვლის ჯვარზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა... პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. 

ქალბატონ ეკატერინეს თქმით, ქართული სიწმინდე განადგურებას გადაურჩა და ახლა ის, სხვა სიწმინდეებთან ერთად, საიმედოდ ინახება უსაფრთხო ადგილზე.

საინტერესოა ისიც, რომ ქალბატონი ეკატერინეს ქალიშვილს, რომელიც პარიზის კათოლიკურ სკოლა JBS a saint Denis-ში სწავლობს, ფრანგული ენის პედაგოგმა პირადად აცნობა და მიულოცა, რომ ქართული ისტორიულ-რელიგიური სიწმინდე გადარჩენილია!

ყველა ახალი ამბავი
0