თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ბათუმში, ძველი სინაგოგის გვერდით მდებარე ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ხანძარი ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე გუშინ, საღამოს გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა სახურავი და დაზიანდა შენობის შიდა ნაწილი – დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე მეხანძრეებთან ერთად სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული.