პატარა გოგონას ნამღერი „ჩიტო-გვრიტო“ - ასეთი რამ ჯერ არ გსმენიათ

© photo : Ranina / FB„რანინას“ მონაწილე ბარბარე იმნაძე
„რანინას“ მონაწილე ბარბარე იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარბარე იმნაძემ ვოკალური სექსტეტ The Quintessence-ის თანხლებით  ცნობილი სიმღერა „მიმინოდან“ შეასრულა

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პოპულარული ვოკალური შოუ „რანინას“ ტურში „ქართული კინომუსიკა“ ვახტანგ კიკაბიძის ცნობილი ჰიტ „ჩიტო-გვრიტოს“ საინტერესო ქავერ-ვერსია გაჟღერდა.

ცხრა წლის ბარბარე იმნაძემ ვოკალური სექსტეტ The Quintessence-ის თანხლებით გიორგი დანელიას საკულტო ფილმ „მიმინოდან“ ნადვილი მუსიკალური შედევრი შეასრულა.

განახლებული ვერსია ვირტუოზული იმპროვიზაციითა და ლამაზი მრავალხმიანობით იყო სავსე.

ამ ნომრისთვის ბარბარემ მაქსიმალური შეფასებები მიიღო - კატეგორიებში „ვოკალი“, „შესრულება“, „არტისტიზმი“ და „კოლაბორაცია ანსამბლთან“ სულ ათიანები დაიწერა.

ბარბარე წარმოშობით გურიიდანაა. გოგონას საყვარელი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა, საყვარელი ქართული ფილმი - ნანა მჭედლიძის „იმერული ესკიზები“. ქართული სამზარეულოდან ბარბარეს უყვარს ხაჭაპური, მწვადი და ხინკალი.

საბავშვო ევროვიზია-2017-ის ფინალი - Sputnik საქართველო
საქართველოში „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეს ირჩევენ: კვირის საუკეთესო ხუთი ვიდეო

„რანინას“ პროექტზე ბარბარე იმნაძეს ჩამოყალიბებულ არტისტს უწოდებენ. თავად გოგონა საკუთარ თავს მიიჩნევს ხულიგნად, მაგრამ ამასთან ერთად ჭკვიან და კეთილ გოგონად.

„ასეთი პლასტიკა, რომელიც ბარბარეში მუსიკასთან ერთადაა, ჯერ არ მინახავს. ასეთი მოძრაობების სწავლა, რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ბარბარე ამას თავად ფანტასტიურად გრძნობს. შენ თავისუფლად შეგიძლია იყო მოცეკვავეც. შენ საოცარი ხარ“, - მიმართა გოგონას ჟიურის წევრმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ.

საბავშვო შოუ-კონკურსი „რანინას" მეორე სეზონის დაწყების შესახებ პირველმა არხმა 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. სიმღერის კონკურსის ფარგლებში ბავშვები სამი თვის განმავლობაში დიდ სცენაზე ცოცხლად მღერიან. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს „საბავშვო ევროვიზიაზე", რომელიც წელს პოლონეთში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0