თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში გუშინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.