გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“

პანკისის ხეობაში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი  ვითარებაა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ, განაცხადა პანკისის ხეობაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
ბრიფინგი შსს-ში: წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოვიყენებთ სათანადო ზომებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასა და  სპეცრაზმის წარმომადგენლებს ხვდება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

„ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საპოლიციო ძალების შეყვანა ხეობაში ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა.

„შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი“, - აცხადებს გახარია.

გახარიას განცხადებით,  სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება. ხომ მოვედი და გელაპარაკებით. დამატებითი ძალა იყო, პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, ვილაპარაკოთ“, - ასე მიმართა გახარიამ პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს.

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ვითარება შედარებით მშვიდია. თუმცა ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და ასევე სპეცრაზმი. ცოტა ხნის წინ თემის უხუცესმა მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური