თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

© Dinamo Tbilisi Academy / FBთბილისის „დინამო“ - ვიტალი დარასელიას ტურნირის გამარჯვებული
თბილისის „დინამო“ - ვიტალი დარასელიას ტურნირის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში „დინამოელებმა“ იტალიის კლუბს ანგარიშით 1:0 მოუგეს

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ 15-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში ვიტალი დარასელიას ხსოვნის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში, რომელიც „დინამო არენაზე“ შედგა, ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იტალიის გუნდ „ემპოლის“ მოუგეს. ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ხუთივეში გამარჯვებული გახდა.

„თბილისის“ დინამოელები პირველად გახდნენ გამარჯვებულები  ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირზე, რომელიც მეოთხედ გაიმართა. დედაქალაქის კლუბი ორჯერ არის გასული ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა - 2016 წელს ჰოლანდიის „ალკმაართან“ (0:2), ხოლო გასულ წელს - ესპანურ „ესპანიოლთან“ (1:2).

რაც შეეხება მესამე ადგილს, ის როტერდამის „ფეენოორდმა“ დაიკავა, რომელმაც ანგარიშით 2:1 კიდევ ერთ ქართულ გუნდს - „სფფ აკადემიას“ მოიგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს დინამოელი ლუკა გაგნიძე, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიპოვა პორტუგალიის „ბრაგას“ თავდამსხმელმა მიგელ ფალე, რომელმაც ტურნირზე შვიდი გოლი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0