ოკეანეები და ზღვები სავსეა სურპრიზებით, და არავინ იცის ზუსტად, რა არსებას შეიძლება შევხვდეთ სიღრმეში
საჰაერო ბურთის მსგავსი საშიში და გაუგებარი ძალიან გრძელი კუდიანი არსების შესახებ აქამდე არსად ხსენებულა.
ეს ვიდეო გადაიღეს მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანის უღრმეს წერტილებში პროგრამის Five Deeps Expedition (ექსპედიცია ხუთ უფსკრულში) ფარგლებში, რომლის მსვლელობის დროსაც სპეციალისტებმა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებამდე უნდა ჩააღწიონ.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება კამერას მრგვალი ფორმის გრძელ კუდიანი არსება. სიცოცხლის ამ ფორმის შესახებ ინფორმაციის ძიებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსგავსი ჩანაწერები, რომლებიც დაახლოებით 20 წლის წინაა გაკეთებული. მათ თანახმად, ეს არსება ასციდიების ნაირსახეობაა, თუმცა ვიდეოში ასახული არსება აღწერილისგან საკმაოდ განსხვავებულია. ამიტომ დიდია შესაძლებლობა, რომ ის ახალ, ჯერ კიდევ უცნობ სახეობას განეკუთვნება.