თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსის“ კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ევაკუაციის მიზეზი ბუნებრივი გაზის სუნი იყო.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.