იუმორისტი ვასო ფხაკაძე: საკუთარ ქორწილში სკუტერით მივედი
„ძალიან მაგარი ქორწილი გვქონდა, ძალიან გავერთეთ. ზოგი თავის ქორწილში ლიმუზინით მიდის, ზოგი თვითმფრინავით, ვერტმფრენით დაჯდება და ისე მიდის პატარძალთან. მე სკუტერით მივედი“, — იხსენებს ვასო ფხაკაძე.
იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკა მეტრეველი ოთხი წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწინებიდან წყვილს ორი შვილი ჰყავს.