ბათუმში ლომბარდი დააყაჩაღეს – დამნაშავე მიიმალა

გამოწერა
პოლიცია ბათუმში ლომბარდზე თავდამსხმელს ეძებს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. უცნობმა ნიღბიანმა პირმა ბათუმში ლომბარდი დააყაჩაღა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დამნაშავემ პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრო თუ არა მან ლომბარდიდან ფულის ან რამე ფასეული ნივთის წაღება.

ამჟამად ლომბარდი დალუქულია. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

ყველა ახალი ამბავი
0