საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგით სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო

© Sputnik / Alexander Imedashviliგაზეთ-ჟურნალების გაყიდვა ქუჩაში
გაზეთ-ჟურნალების გაყიდვა ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“ ნეგატიურად შეაფასეს სასამართლო დავა ტელეარხ Rustavi2-ის მფლობელობის შესახებ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები 2019 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ და მე-60 ადგილი დაიკავა.

პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს >>

 „საქართველოს მედიასივრცე პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით სიტუაცია გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად გასაზღვრავენ სარედაქციო კონტენტს“, - ნათქვამია ორგანიზაციის კომენტარში.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო

„რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“ უარყოფითად შეაფასეს სასამართლო დავა ტელეარხ Rustavi2-ის მფლობელობის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ საკითხის შესწავლის პერიოდში ტელეარხის მისი ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის პროცესი შეაჩერა.

„რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“ აღნიშნეს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ გამოხატეს შეშფოთება თბილისში 2017 წელს მომხდარი აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და ამ საქმის გამოძიების შედეგების არარსებობის გამო.

პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის ლიდერები გახდნენ ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია.

აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება და რეაქცია საქართველოდან >>

ყველაზე უარესი ვითარებაა თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ერითრეაში, ჩინეთში და ვიეტნამში.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 61-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 166-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 149-ეს, ხოლო თურქეთი - 157-ეს.

ყველა ახალი ამბავი
0