„ეს ძალიან საშიშია“: ეკოლოგი საქართველოს გავლით ბირთვული ნარჩენების ტრანზიტის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიგაფრთხილება ბირთვული საფთხის შესახებ
გაფრთხილება ბირთვული საფთხის შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბირთვული ნარჩენების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, გზებისა და რელიეფის გათვალისწინებით, უსაფრთხო არ არის, აცხადებს ეკოლოგი

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს გავლით გადამუშავებული ბირთვული საწვავის გადაზიდვა სომხეთიდან რუსეთში ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.

ადრე სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო და საგრანტო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ვარდან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე გადამუშავებული ბირთვული საწვავის რუსეთში ტრანზიტის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

„ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის... მე ვფიქრობ, რომ ქართული მხარე ამას არ დასთანხმდება, რადგან ასეთი ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ეკოლოგმა განმარტა, რომ გადამუშავებული რადიოაქტიური ნარჩენები, ძირითადად, სარკინიგზო ტრანსპორტით გადააქვთ. საქართველოს რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი აქ აქვს, ამიტომ გამოდის, რომ სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული ნარჩენები გაივლის არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს.

სოხეთის ატომური ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით აპირებს

ჩხობაძის თქმით, აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა საავტომობილო გზით უსაფრთხო არ არის.

„ჩვენი ტრასა, ყოფილი საქართველოს სამხედრო გზა, პრინციპში, არც ისე კარგ მდგომარეობაშია. ეს ტრანსპორტი შეაჩერებს საერთოდ ყველა ტრაილერის მოძრაობას, რადგან რადიოაქტიური ნივთიერების გადაადგილებისას გზა აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს“, - აღნიშნა ჩხობაძემ.

მისი თქმით, გაუგებარია, ვის გაუჩნდა ასეთი იდეა მაშინ, როდესაც სომხეთის მხარისთვის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სპეციალური საცავია გათვალისწინებული. იქ შეიქმნა ამერიკული პროგრამით და ჩამარხვა სწორედ იქ უნდა მოხდეს, აღნიშნა ჩხობაძემ.

„საერთოდ არ მესმის, რატომ იქცა მომგებიან საქმედ რადიოაქტიური ნარჩენების გადაზიდვა. ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია და ის, რომ რომელიღაც კომპანია რუსეთის მხრიდან რაღაცის გადამუშავებას აპირებს სამხედრო მიზნებისთვის - ეს ჩვენთვის არც ისე მისაღები პირობაა“, - აღნიშნა მან.

რა ემუქრება საქართველოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში - Sputnik საქართველო
რა ემუქრება საქართველოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში

ჩხობაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა ადრე აკრძალული იყო. შემდგომში, რადიოაქტიური უსაფრთხოების საკითხებზე ახალი კანონის მიღების შემდეგ პირდაპირ აღარ არის მითითებული, კრძალავს თუ არა საქართველო მსგავს გადაზიდვებს.

„ეს ყველაფერი კანონში მკაფიოდ არ იკითხება“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩხობაძემ და გამოთქვა იმედი, რომ ქართული მხარე ნარჩენების გადაზიდვაზე არ დასთანხმდება.

სომხეთმა არჩევანი შეაჩერა რუსულ საწარმო Маяк-ზე, რომელიც ახორციელებს გადამუშავებული საწვავის უტილიზაციას, ასევე მის გადამუშავებას სამხედრო მიზნებისთვის.  

ყველა ახალი ამბავი
0