SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება

გამოწერა
SputnikPro-ს პროექტის ფარგლებში რუსი ჟურნალისტები ქართველ კოლეგებთან მასმედიაში სოციალური თემატიკის შესახებ ისაუბრებენ.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართული მასმედიის წარმომადგენლებისთვის SputnikPro-ს ახალ მოდულს იწყებს. მონაწილეებს იწვევენ დისკუსიაზე სოციალური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებაში რეალურ ცვლილებებზე გავლენის თემაზე გამოცდილების გაზიარებისთვის.

© Sputnik / Vladimir Umikashvili SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი
SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება - Sputnik საქართველო
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი

SputnikPro: იმისათვის, რომ კარგი ტექსტი არ „მოკვდეს“, სწორად უნდა მიაწოდო>>>

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს გაიმართება. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" სპეციალისტები, პროექტ „წლის ეკოლოგიის" და „წლის მოხალისის" ხელმძღვანელები, 2017-2018 წლებში Рунет-ის პრემიის ლაურეატები:

– მარია ფერსმანი: „სოციალური ჟურნალისტიკა – მოდური ტრენდი და ახალი პროფესია";

– ელენა ისაიკინა: „მკითხველთან თავად მასზე საუბარი. როგორ ვწეროთ სოციალურ თემებზე".

მარია ფერსმანი: „მოხარული ვარ, რომ პროექტ SputnikPro-ს ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს შევხვდები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და იმის გაგებისთვის, თუ როგორ მუშაობენ ქართული მასმედიის წარმომადგენლები რთულ სოციალურ თემებზე. დღეს ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ თემებზე წერს, საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს და ფაქტობრივად პროფესიის საზღვრებს სცილდება, რადგან მუშაობს მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება".

© Sputnik / Vladimir Umikashvili SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის სპიკერი მარია ფერსმანი
SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება - Sputnik საქართველო
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის სპიკერი მარია ფერსმანი

ელენა ისაიკინა: „სოციალურმა ჟურნალისტიკამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ფორმირება, როცა მასმედია კონკრეტული ადამიანების პრობლემებითა და მათი გადაჭრის საკითხით დაინტერესდა. რა არის სოციალური ჟურნალისტიკა – „შავი", „ყვითელი" ან კორექტულობა და კონსტრუქციულობა? პასუხისმგებლიანმა მასმედიამ უნდა იპოვოს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე და თამაშის ერთიანი წესები გამოიმუშავოს".

© Sputnik / Vladimir Umikashvili SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის სპიკერი ელენა ისაიკინა
SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება - Sputnik საქართველო
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის სპიკერი ელენა ისაიკინა

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებაზე, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეხუთედ ტარდება.

© Sputnik / Vladimir Umikashvili SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი
SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება - Sputnik საქართველო
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

© Sputnik / Vladimir Umikashvili SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი
SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება - Sputnik საქართველო
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0