Energo-Pro Georgia საქართველოს ენერგეტიკოსების ბრალდებებს პასუხობს

© courtesy of Energo-Pro GeorgiaEnergo-Pro Georgia-ს თანამშრომელი
Energo-Pro Georgia-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიისთვის გაუგებარია დარგის პროფკავშირების მიერ Energo-Pro Georgia-ს წინააღმდეგ შავი პიარის აგორების მიზეზები.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. კომპანია Energo-Pro Georgia ენერგეტიკის დარგის პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ბრალდებებს გამოეხმაურა.

საქართველოს ენერგეტიკოსებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით 19 აპრილიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსეს. „საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების განცხადებით, Energo-Pro Georgia-ში დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ აქვთ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათთვის გაუგებარია დარგის პროფკავშირების მიერ Energo-Pro Georgia-ს წინააღმდეგ შავი პიარის აგორების მიზეზები.

„კომპანიაში ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ, თუ რამ გამოიწვია, სრულიად დისკრედიტირებული პროფკავშირის მოულოდნელად ასეთი გააქტიურება და შავი პიარის აგორება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია ბრალდებებს პასუხობს და 2007 წლიდან თანამშრომლების საშუალო ხელფასის ზრდის ოფიციალურ სტატისტიკასაც აქვეყნებს.

წლები  საშუალო ხელფასი
2007 630
2010 700
2014 800
2016 900
2019 1003

„მაღალი და საშუალო რგოლის (მათ შორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, მთავარი ინჟინრის, უბნის უფროსის, ბილინგის მენეჯერის) ჯამში 450-ზე მეტი ადამიანის წლიური ხელფასი სულ შეადგენს 14 მლნ-მდე ლარს. შესაბამისად, ცილისწამებაა თითქოს 30-კაციანი ჯგუფის ხელფასი 15 მლნ ლარია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოცმუშაკები - Sputnik საქართველო
საქართველოში სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

Energo-Pro Georgia-ს განცხადებით, კომპანიიდან კადრების გადინება (საშულოდ წლიური 5%) სრულ თანხვედრაშია იმ მაჩვენებელთან, რაც დასაშვებია ამ სიდიდის კომპანიისთვის. ასევე, მათი მტკიცებით, კომპანია სტიქიის თუ უამინდობის ან მასშტაბური სამუშაოების გამო გაწეულ ზეგანაკვეთურ საქმიანობას ანაზღაურებს.

დღეისთვის კომპანია Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაშია სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია – „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია“ (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების საერთო რიცხვი დაახლოებით ერთი მილიონია.

 

ყველა ახალი ამბავი
0