როდის სრულდება მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშიცარიელი საკლასო ოთახი
ცარიელი საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-12 კლასელებისთვის თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება, გარდა ამისა მათთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმიც გაუქმდება, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები გახდა, რომლის საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.

კომპანია მაიკროსოფტი - Sputnik საქართველო
ახალი დონე: რა სიახლეებს დანერგავს Microsoft-ი საქართველოს სკოლებში

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

მე-12 კლასელებისთვის თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის ყოველწლიურად თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა.

თბილისში პროექტი „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ მიმდინარეობს >>

მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა. ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0