თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ შოკირებულია ზიანის მასშტაბით, რომელიც ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრს მიაყენა. ამის თაობაზე პრემიერმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
ძლიერი ხანძარი ნოტრ-დამში დღეს, ორშაბათს გაჩნდა, რომლის შედეგადაც ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ადგილზე 400-მდე მეხანძრე და ტექნიკა მუშაობს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება.
„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ ზიანის მასშტაბით, რომელიც ხანძრის შედეგად მიადგა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ პარიზისა და საფრანგეთის გვერდში ვართ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პოსტში.
Shocked and saddened by the scope of devastation from #NotreDame’s catastrophic fire. Our thoughts remain with #Paris and #France during this difficult time
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) April 15, 2019
ფრანგი ხალხისადმი მხარდაჭრა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელი პარიზშია დაბადებული და გაზრდილი.
„მე თვალყურს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრში. ასეთ დროს საქართველო მხარს უჭერს ფრანგ ხალხს“, -წერს პრეზიდენტი „ტვიტერის“ მიკრობლოგში.
I am paying close attention to the horrible fire happening at the #NotreDame Cathedral in Paris. Georgia stands with the people of #France during this time.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 15, 2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან, რომ თავი შეიკავონ ტაძრის ახლოს ტერიტორიაზე მისვლისგან.