სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ორშაბათს თბილისის ცენტრში გამართეს საპროტესტო აქცია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.
აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“. ღონისძიების ლოზუნგი იყო – „გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის!“.
აქციის საშუალებით მისმა მონაწილეებმა სცადეს თბილისის მერიის ყურადღების მიპყრობა დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემებისკენ.
აქტივისტთა თქმით, გამუდმებული „საცობები“ ანადგურებს ქალაქს, გარემო დღითიდღე ბინძურდება, ჰაერი – იწამლება.
„ახალგაზრდა მწვანეებმა“ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ აქციას სუფთა ჰაერისათვის. როგორც ისინი აცხადებენ, თუ თბილისის მერია არ მიიღებს არავითარ ზომებს, აქციები პერმანენტული გახდება.