არაფხიზელ მდგომარებაში მყოფმა მძღოლმა აჭარაში მოზარდი გაიტანა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ მძღოლს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი 11 წლის მოზარდს დაეჯახა, ავარიის შედეგად ბიჭი ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Imedi.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ელბაქიძის დაღმართზე – დაღუპულია მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა ორშაბათს საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ექსპერტიზა ტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0