„ვერ ვიჯერებ!“ - ქართველმა გოგონამ „Ты супер!“-ის სუპერსეზონის ჟიური გააოცა

გამოწერა
პროექტის „Ты Супер!“ ქართველი მონაწილე, ცხრა წლის თეკლა ეკალაძე მღელვარებას და ემოციებს ვერ იკავებდა გამოსვლამდე და მის შემდეგაც. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ემზადებოდა პატარა ქართველი არტისტი სცენაზე გასასვლელად

გოგონამ აღიარა, რომ გაუჭირდა მათთან შეჯიბრება, ვინც უკვე პროექტში მონაწილეობდა და გამოცდილება აქვს. თეკლამ იტირა, როდესაც ჟიურის ყველა წევრმა ღილაკს დააჭირა. გოგონას თქმით, როდესაც ის სცენაზე გამოვიდა, იმედი არ ქონდა, რომ ნახევარფინალში გადავიდოდა.

ტელეარხ НТВ-ზე დაიწყო საერთაშორისო ვოკალური პროექტის „Ты супер!“ მესამე სეზონი, რომელიც შეიქმნა იმ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გასაღვივებლად და დასახმარებლად, ვისაც მშობლების მზრუნველობა მოაკლდა. საქართველო ამ პროექტში უკვე მეორეჯერ მონაწილეობს. პროექტის პირველ სეზონში საქართველოს წარმოადგენდა ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. საერთაშორისო კონკურსს „Ты супер!“ ატარებს ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik.

ყველა ახალი ამბავი
0