ინციდენტი შაბათს ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხდა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა.
რუსმა მუსიკოსებმა, რომლებიც საქართველოში საგასტროლო ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს რა კულტურის უძველესი ქრისტიანული ძეგლი და დატკბნენ რა შესანიშნავი ხედით, რომელიც ლერმონტოვს ჰქონდა აღწერილი, მონასტერთან ახლოს „ქუჩის კონცერტი“ გამართეს.
გამოსვლა შეწყვიტა სასულიერო პირმა, რომელმაც მუსიკოსებს დაკვრა უხეში ფორმით შეაწყვეტინა. „ეკლესიის ეზოში რა დისკოთეკა გამართე!"
მუსიკოსებმა უსიტყვოდ შეწყვიტეს დაკვრა, მაგრამ ინციდენტი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა და მომხმარებლები ორ ბანაკად დაყო.
ზოგიერთი ამტყუნებს ეკლესიის მსახურს, ეძახის მას „ბნელს“ და მიიჩნევს, რომ ის ყოველთვის ცხვირს სხვის საქმეში ყოფს.
„ოხ რა სიბნელეა, რა სიყრუეა“, - წერს მომხმარებელი Tarasa Makhatadze.
„მღვდელი როცა ხარ და ქრისტეს სახელით ქადაგებ ხომ შეიძლება თავაზიანად მიმართო ადამიანებს?“, - აცხადებს Edmond Dantès.
„ვინ აკრძალა ეკლესიის ეზოში სიმღერა? უფალმა?“, - კითხულობს შო რე.
„აი ვინ არის ახლა ამათში ამაზრზენი მე პირადად ასე ვთვლი, რომ ის გაუნათლებელი ვითომ ღვთის მსახური. მღერიან, ცუდს რას აკეთებენ? აი იგივე ადგილას ვინმემ ცხვარი რომ მიიყვანოს და დაკლას მაგის წინაშე, ეგ უფრო მისაღები იქნება მაგისთვის და ეს სიმღერა არაა მისაღები“, - აცხადებს Giorgi Qitesashvili.
ზოგიერთი მომხმარებელი სასულიერო პირს მხარს უჭერს, თუმცა უხეშ მოქცევას აკრიტიკებს.
„არ შეიძლება მეგობრებო ასე რადიკალურად მიუდგეთ საკითხს და ან მღვდლის მხარე დაიჭიროთ, ან ამ მუსიკოსების ისე, თითქოს რინგზე იყვნენ. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია და საჭიროა სიმშვიდე, სიწყნარე. ეს მე კი არ მომიგონია, ასეა დიდი ხანია, თქვენ რაც არ უნდა თქვენი ინტერპრეტაცია მისცეთ. მკაცრი რელიგიაა და წესებიც მკაცრი აქვს. ასე რომ, ეს მოძღვარი მართალია, როცა უთითებს, რომ ეკლესიის ეზოში მსგავსი რამ არ შეიძლება, უბრალოდ, ამას თუ უფრო ცივილიზებულად და მშვიდად გააკეთებდა, ყველა ნორმალური ადამიანისთვის მისაღები იქნებოდა“, - აცხადებს პაატა წამალაშვილი.
„ფაბში, ბარში, კლუბში ან თუნდაც ფილარმონიაში, რომ ხართ და მამაოები შემოვიდნე, წირვა ლოცვა და ქადაგება რომ დაიწყონ... არავის მოგეწონებათ ხო?! და ტაძრის ეზოში ყველაფერი მოსულა?! და მერე მღვდელია ბნელი და თქვენ "პრადვინუტები"?!“, - აღშფოთებულია Nika Kachkachuri
რუსი მუსიკოსები 14 აპრილს თბილისის მრავალფუნქციური ცენტრ Republic-ის სცენაზე წარდგებიან.
გრებენშჩიკოვის საკონცერტო პროგრამა ეძღვნება მუსიკოსის 65 წლის იუბილეს, რომელიც მან 2018 წელს აღნიშნა.