თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძრის შედეგად 30 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცეცხლი დაახლოებით 2 საათის წინ ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, იწვის ბუჩქნარი.
„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ოზურგეთის რაიონში ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე ხანძარია.