ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და მოსახლეობა აქციას მართავს

© photo: SputnikЗдание отделения полиции в городе Рустави
Здание отделения полиции в городе Рустави - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის წევრების განცხადებით, დგებუაძე უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან შაბათს დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, დგებუაძე უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ბესიკ დგებუაძე, 2018 წლის 21 ნოემბერს ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას ოთხი ტყვია მოხვდა. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0