აზოვის მკვიდრმა ალინა სანკომ „მის რუსეთის“ ტიტული მოიპოვა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში კონკურსის საუკეთესო სურათები
საკონცერტო დარბაზში Luxury Village ეროვნული კონკურსის „მის რუსეთი“ ფინალური 27-ე ცერემონია გაიმართა, რომლის პარტნიორებიც იყვნენ ბანკი „რუსკი სტანდარტი“ და საიუველირო კომპანია Mercury, რომელმაც „მის რუსეთისათვის“ ექსკლუზიური გვირგვინი დაამზადა და ტოპ-10 ფინალისტისათვის მოსართავები წარმოადგინა.
„მის რუსეთი 2019“-ის ტიტულისა და თეთრი ოქროს გვირგვინის, ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვების მფლობელი გახდა ალინა სანკო აზოვიდან.

„მის რუსეთი 2019“ 13 აპრილს გაიმართა

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საკონცერტო დარბაზში Luxury Village

კონკურსი „მის რუსეთი“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება

კონკურსში მონაწილეობა 50-მა გოგონამ მიიღო

ორგანიზატორების თქმით, წელს ფართოდ იყო წარმოდგენილი ჩრდილოეთის რეგიონები

გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერთა კონკურსში, ეროვნული კოსტიუმების კონკურსში და თამაშში „რა? სად? როდის?“

გარდა ამისა, მონაწილეები პოდიუმზე საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებითაც წარსდგნენ

ტიტული „მის რუსეთი 2019“ 20 წლის აზოველმა ალინა სანკომ

გვირგვინი გოგონამ გასული წლის კონკურსის გამარჯვებულისგან - იულია პოლიაჩიხინასგან მიიღო

კონკურსის ვებგვერდზე გამარჯვებული პროფაილის თანახმად ალინას უყვარს ხატვა, ფერწერა, პოეზია და მოგზაურობა

გარდა თეთრი ოქროს გვირგვინისა, გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო სამი მილიონი რუბლის ოდენობით

პირველი ვიცე-მის რუსეთი გახდა არინა ვერინა ეკატერინბურგიდან, მეორე კი - რალინა არაბოვა თათრეთიდან

ორივე გოგონამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გრანტი მიიღო

კონკურსი „მის რუსეთი“ 1927 წლიდან იმართება. დღეს გამარჯვებული, ტიტულის გარდა, ღებულობს უფლებას წარმოადგინოს რუსეთი „მის მსოფლიოს“ და „მის სამყაროს“ კონკურსებზე