თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში ავტომობილი გატეხეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა დღეს, გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებულის განცხადებით, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები. მისივე თქმით, გურამიშვილის გამზირზე ბოლო დღეებში მანქანების ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.