თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ოზურგეთში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სოფელ ვაკიჯვარში ტყე და ბუჩქნარი იწვი.
ადგილზე ორი სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.