თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ძალადობის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.