საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეძებს ინტერპოლი

© photo: Interpol / FBINTERPOL-ის ლოგოტიპი შენობის ფასადზე
INTERPOL-ის ლოგოტიპი შენობის ფასადზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერპოლის მიერ ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს შორის პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკის, თამაზ გოგინაშვილის ქალიშვილია

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ინტერპოლის ცენტრალური ბიურო ეძებს საქართველოს 19 მოქალაქეს, აქედან ხუთი პირი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიკარგა.

ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ >>

დაკარგულებს შორის არიან 1 წლიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომლებიც 1997 წლიდან 2018 წლამდე იძებნებოდნენ.

გიორგი გამსახურდია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა

ინტერპოლის მიერ ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის ასევე პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკის, თამაზ გოგინაშვილის ქალიშვილი მარიამ გოგინაშვილია, რომელიც ახლა 31 წლის უნდა იყოს.

გოგონა 2002 წელს, 15 წლის ასაკში წყნეთში გაიტაცეს. მეორე დღეს ოჯახს დაუკავშირდნენ და 100 ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდი მოსთხოვეს. ოჯახმა თანხა დათქმულ ადგილას მიიტანა, მაგრამ გამტაცებლები კონტაქტზე არ გამოსულან. ბოროტმოქმედების დაკავება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ინტერპოლის მიერ ძებნილ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის ოთხი ქალი და ათი მამაკაცია. ყველა მათგანი 2005 წლიდან 2017 წლამდეა დაკარგული.

ყველა ახალი ამბავი
0