ზაფხულში ბაქოსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლა დაიწყება

© courtesy of AZAL„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 14 ივნისიდან განხორციელდება, ნათქვამია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბაქოში.

ბაქო-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.

ავიაკომპანია MyWay Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ახალი ქართული ავიაკომპანია მოსკოვში ფრენებს განახორციელებს

კომახიძე უკვე შეხვდა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ პრეზიდენტ ჯაჰანგირ ასკეროვს, რომლის თქმითაც ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის ზრდა „დადებითად აისახება ტურისტული ნაკადის მატებასა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე“.

დღეისათვის პირდაპირი რეისები თბილისსა და ბაქოს შორის დღეში ორჯერ სრულდება. ფრენებს ასევე „აზერბაჯანული ავიახაზების“ შვილობილი კომპანია ახორციელებს.  

 ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანი ლიდერობს საქართველოში ვიზიტების რაოდენობით. მარტში ჩვენს ქვეყანას 117 ათასი ადამიანი სტუმრობდა აზერბაიჯანიდან, რაც 11,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან

 

ყველა ახალი ამბავი
0