„თვის საუკეთესო ახალი სახე“ - ახალგაზრდა ქართველი მოდელი მსოფლიოს იპყრობს

გამოწერა
ქართველი მოდელი მაშინვე შენიშნეს უცხოეთში და სხვადასხვა პროექტში მუშაობა შესთავაზეს

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. გავლენიანმა ამერიკულმა ონლაინ-პლატფორმამ Models.com ქართველ მოდელს ეთო მიგრიაულს თვის საუკეთესო ახალი სახე უწოდა (Best new face of the month), იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ულამაზესმა წყვილმა შვილის ფოტო გამოაქვეყნა >>

სელინ დიონი - Sputnik საქართველო
სელინ დიონმა დემნა გვასალიას მდოგვისფერი პალტო მოირგო

მიგრიაული არის სააგენტო Geomodels Studio-ს მოდელი, რომლის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძეა - თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„ეს ძალიან განსაკუთრებული და უჩვეულო შემთხვევაა. ჩვენს სააგენტოში ის უკვე მესამე წელია... მისი დებიუტი თბილისის მოდის კვირეულზე შედგა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ პარტნიორ სააგენტოსთან Brave models და ზაფხულში ეთოს ფოტოები მილანში გავაგზავნეთ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძის თქმით, გოგონას ინდივიდუალური სტილი მისი წარმატების საწინდარი გახდა.

© Facebook / Eto Migriauli ეთო მიგრიაული
„თვის საუკეთესო ახალი სახე“ - ახალგაზრდა ქართველი მოდელი მსოფლიოს იპყრობს - Sputnik საქართველო
ეთო მიგრიაული

„როდესაც პირველად მოვხვდი მილანში, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი - არ მჯეროდა. ჩემი სააგენტო Geomodels ყველა პრობლემის დაძლევაში დამეხმარა, ასევე Brave models საკუთარი რწმენის პოვნაში დამეხმარა. როდესაც მომწერეს და მითხრეს, რომ მექნებოდა გადაღება Fendi, გამოკვირდა. მილანში უზარმაზარი კონკურენციაა, ასე რომ არც კი ველოდი, რომ ამირჩევდნენ“, - აღიარა მიგრიაულმა.

ახლა ქართველი მოდელი ახალი პროექტისთვის ემზადება და მაისში იაპონიაში მიემგზავრება. მიგრიაულმა ახლახან დაამთავრა სკოლა და მას გრაფიკული დიზაინის განხრით სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურს.

ტოპ-მოდელები კარლ ლაგერფელდის საუკეთესო სამოსში >>

Models.com - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდის ვებგვერდია. ის 1999 წელს ნიუ-იორკში სტეფან მოსკოვიჩმა და უეინ სტერლინგმა დააარსეს. Models.com-ს კითხულობენ მოდის ინსაიდერები, ფოტოგრაფები, რეჟისორები, აგენტები, არტ-დირექტორები, რედაქტორები, მოდელები. პლატფორმას თვეში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური