პრიანკა ჩოპრა პაემანზე ქართველი დიზაინერის სამოსით დააფიქსირეს

CC BY-SA 2.0 / celebrityabc / Priyanka Chopra Plastic Surgeryინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა
ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ბრენდ Eloshi-ს სამოსმა მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავის სხეული ეფექტურად წარმოაჩინა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ცნობილი ინდოელი მსახიობი, მოდელი პრიანკა ჩოპრა ქართული ბრენდ Eloshi-ს სამოსით გამოჩნდა.

„თვის საუკეთესო ახალი სახე“ - ახალგაზრდა ქართველი მოდელი მსოფლიოს იპყრობს >>

ვარსკვლავმა არჩევანი შეაჩერა ლელა ელოშვილის სამოსზე და მოირგო მომდგარი დეკოლტირებული პიჯაკი და ასევე მომდგარი ქვედაბოლო, რომელიც 36 წლის მოდელის სხეულს ხაზს უსვამდა.

ამ სამოსით პრიანკა დააფიქსირეს პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, როდესაც ის მეუღლესთან, მომღერალ ნიკ ჯონასთან ერთად იტალიურ რესტორანში მიდიოდა.

ჩოპრა - ეკრანის ვარსკვლავი და „მის მსოფლიო-2000“-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ ტელესერიალში „კუანტიკო“. ეროვნული კინოპრემიის, Filmfare Awards-ის და ინდოეთის სხვა კინემატოგრაფიული ჯილდოების მფლობელია. 2016 წელს გადაეცა ინდოეთის სახელმწიფო პრემია პადმა შრი.

ლელა ელოშვილმა 2001 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია მოდელიერის სპეციალობით  დაამთავრა. უკვე 2002 წელს წარადგინა პირველი კოლექცია ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსზე. იმყოფებოდა სტაჟირებაზე ლონდონში, წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში. 2012 წელს დააფუძნა ბრენდი ELOSHI.

ყველა ახალი ამბავი
0