ხსოვნა-არდავიწყება იყოს... Facebook-ს მისამძიმრების ფუნქცია ემატება

CC0 / Foter / Facebook-ის მომხმარებელი
Facebook-ის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ ამოიცნობს Facebook-ის ადმინისტრაცია გარდაცვლილი მოქალაქეების პროფილებს და როგორ იმუშავებს სისტემა, ახალი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. გარდაცვლილი ადამიანების Facebook-ის პროფილებს დაემატება ფუნქცია Tributes, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერასა და მოგონენების გაზიარებას შეძლებს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გარდაცვლილი ადამიანების მარადიული ხსოვნის მიზნით კომპანია გეგმავს Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების პროფილი განცალკევებით იყოს და მათი „ტაიმლაინი" ხელშეუხებელი დარჩეს.

ქართული ქვევრები - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: მოძველდა თუ არა ტრადიციები

მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ. Tribute-ის საშუალებით სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სულს „კედელზე" მიაგონ პატივი და პოსტები დაწერონ.

სიახლემ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა:

„2020 წლიდან „ქელეხის მოგვარების" ფუნქცია ემატება“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნოე ნუკრი მაცაბერიძე.

„ორმოციც მანდ გადაუხადონ ბარემ, ან ქელეხის ფუნქცია დაამატონ", – წერს კახა დგებუაძე.

„ვენოკის სმაილიკიც დაამატეთ + გურული ქალის კივილის ხმა და ეგაა", – თავის აზრს გამოთქვამს Nati Talakhadze.

„მარკ, ბარემ ფეისბუქ-მღვდელის ფუნქციაც დაამატე, მაინც მოგიწევს ახლო მომავალში და...", – წერს ბექა ჯანიაშვილი.

როგორ ამოიცნობს Facebook-ის ადმინისტრაცია გარდაცვლილი მოქალაქეების პროფილებს და როგორ იმუშავებს სისტემა, ახალი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0